საქართველოს ავიახაზები - აირზენა

ავიაბილეთები|ავიაკომპანია
5
(2 შეფასება)
თბილისი, შ.რუსთაველის გამზ.12

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash discover-network master-card tbc-pay visa

ვიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში,  ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).

იმ პერიოდში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი სტრატეგიის შედეგად, კომპანიამ წარმატებით მოიპოვა აღიარება და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.

1999 წელს "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება  "ჯორჯიან ეარვეის" -ით შეცვალა, თუმცა, "აირზენა" ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, როგორც საფირმო ბრენდი.

2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ "აირზენა" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.

დღეისათვის

 

"ჯორჯიან ეარვეისი" არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.

ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორია გივი დავითაშვილი.

ფრენის უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.

2010 წელს "ჯორჯიან ეარვეისი" IATA -ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის) წევრი გახდა (http://www.iata.org).

IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში  IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. ყველა IATA-ს წევრი ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება.

IOSA-ს პროგრამის მიხედვით, ავიაკომპანია შემოწმებას ექვემდებარება შემდეგ სფეროებში:

 

  • კორპორატიული ორგანიზება და მართვა
  • საფრენოსნო უსაფრთხოება
  • ოპერატიული კონტროლი / ფრენების განლაგება
  • თვითმფრინავის საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა
  • სალონის უსაფრთხოება
  • თვითმფრინავის მიწისზედა მომსახურება
  • ტვირთის გადაზიდვა
  • ოპერატიული საავიაციო უშიშროება

ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით რჩება კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტურობით ფუნქციონირების გარანტია.

2008 წლიდან, ავიაკომპანიამ  წარმატებით გაიარა სამი IOSA-ს აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2012 წელს ოქტომბერში და ძალაშია 2017 წლის მარტამდე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

უმაღლესი
06/10/2017
G
Gela Gaprindashvili
*****
19/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
G
Z