საქართველოს ავიახაზები - აირზენა

სამგზავრო ბარგთან დაკავშირებული წესები

18 ოქტომბერი 2017

სამგზავრო ბარგთან დაკავშირებული წესები ,,ჯორჯიან ეარვეისისგან’’!
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს:

უფასო ბარგის დასაშვები წონა დამოკიდებულია სამგზავრო კლასსა და ფრენის მიმართულებაზე, რაც აღნიშნულია თქვენს ავია ბილეთში. 
ზრდასრული მგზავრებისათვის, უფასო ბარგის ოდენობა განისაზღვრება ფრენის მიმართულებების მიხედვით: 
ეკონომ კლასი
ლონდონი, ვენა, პრაღა, ბერლინი,ბარსელონა, პარიზი, დიუსელდორფი, ბრატისლავა, ამსტერდამი, თელ-ავივი, ერევანი, ბათუმი - 20 კგ რეგისტრირებული ბარგი, 8 კგ ხელბარგი. 
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, უკრაინა- 25 კგ რეგისტრირებული ბარგი, 8 კგ ხელბარგი.
ბიზნეს კლასი
ყველა მიმართულებაზე 30 კგ რეგისტრირებული ბარგი, ხოლო 10 კგ ხელბარგი. 
ზედმეტი კილოგრამის საფასური განისაზღვრება ფრენის მიმართულების მიხედვით.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სამგზავრო ბარგი (ხელბარგის ჩათვლით), რეგისტრაციის დროს აუცილებლად მოწმდება.
რეგისტრირებული ბარგის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე). შეზღუდვა ვრცელდება როგორც ეკონომ კლასზე, ასევე ბიზნეს კლასზეც. 
ხელბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55x40x20 სანტიმეტრს და 8 კილოგრამს.
თვითმფრინავის ბორტზე, ხელბარგის სახით, რეკომენდებულია შემდეგი ნივთების ატანა: ფული, ძვირფასი ნივთები, პირადობის დამადასტურებელი და საქმიანი დოკუმენტები, ფასიანი ქაღალდები, პასპორტები, ლეპტოპები, კამერები და ა.შ. უმჯობესია, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები არ მოათავსოთ რეგისტრირებულ ბარგში.
მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე უფასოდ აიტანონ შემდეგი ნივთები: ქოლგა, ხელჯოხი, ქალის ან მამაკაცის ჩანთა, თაიგული, წიგნი ან ჟურნალი, ლეპტოპი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, მობილური ტელეფონი, ყავარჯენი, Duty Free-ში შეძენილი ნივთები.
კომპენსაცია რეგისტრირებული ბარგის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში, განისაზღვრება ყოველ 1 კგ-ზე 20 აშშ დოლარის ოდენობით. 
სასურველია, ბარგის თითოეული ერთეულის იარლიყზე აღნიშნოთ თქვენი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. 
აუცილებლად შეინახეთ თქვენი ბარგის ქვითარი, რომელიც დაგჭირდებათ მისი დაგვიანების ან დაკარგვის შემთხვევაში.
ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით "ჯორჯიან ეარვეისის" Lost & Found-ის განყოფილებას: +995 322 48 55 57

მსგავსი სიახლეები

Oktravel-ში აქციაა!

08 იანვარი 2020
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

Oktravel-ში აქციაა!

28 დეკემბერი 2019
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

იმოგზაურე ვოიაჟერ 365'თან ერთად!

27 დეკემბერი 2019
#ბოლონია_ფლორენცია_რომი
დეტალურად