ფუდმარტი

ჰიპერმარკეტი | სუპერმარკეტი | მარკეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ.ფშაველას გამზ.2

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash maestro master-card prime-card visa

საცალო სავაჭრო ქსელი "ფუდმარტი" დაარსდა 2013 წელს. დღეისთვის ბაზარზე ქსელი წარმოდგენილია ორი ბრენდით - "ფუდმარტი" და "იოლი გასტრონომია". სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ჯამში 51 ერთეულია და ორივე ბრენდი საქართველოს მსხვილ რეგიონალურ ცენტრებში ოპერირებს - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

თვის განმავლობაში „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ქსელი 1 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და მათ ყოველდღიურად პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ასორტიმენტული ერთეულებისა და კატეგორიების მიხედვით სავაჭრო ქსელი მოიცავს მრავალი სახეობის ადგილობრივ, თუ საერთაშორისო წარმოების საკვებ პროდუქტს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, ხილ-ბოსტნეულს, მზა კულინარიულ კერძებს, საკონდიტრო ნაწარმს, პურ-ფუნთუშეულს და სხვა.

მაღაზიების ფართო ქსელთან ერთად კომპანია „ფუდმარტი“ ფლობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორი სავაჭრო ობიექტებისა და კომპანიების მომარაგებას საკუთარი წარმოების მზა საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით. აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით, სს ფუდმარტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კომპანიაა, როგორც საცალო სავაჭრო ბიზნესში, ასევე კვების მრეწველობის სფეროში.

კომპანიაში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მუდმივად იზრდება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

***
23/08/2017
R
Rezo Chanishvili
R

თეგები