ქართუ ბანკი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი







მიუხედავად აგრესიული სარეკლამო კამპანიის არ არსებობისა „ბანკმა ქართუ“-მ ძირითადი ფასეულობების ერთგულებით შეძლო დაემკვიდრებინა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კორპორატიული ბანკის ადგილი ქართულ საბანკო სივრცეში.
კონსერვატიული მიდგომის წყალობით მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდშიც კი ბანკმა შეინარჩუნა მომგებიანი პოზიცია. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მოგებამ 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალი კადრებითა და კოლეგიალური კულტურით, 400-მდე თანამშრომელი ქმნის ბანკის არანაკლებად მომგებიან აქტივს.
ბანკი მრავალი წელია თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, მსოფლიო ბანკთან.