ბილაინი

ტელეკომუნიკაცია | კავშირგაბმულობა | ინტერნეტი
5
(1 შეფასება)
ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას ქ.8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 17:00 კვ: 10:00 - 17:00

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash master-card prime-card visa
მობაილ აპლიკაცია
პარკინგი
Wi-fi

ბილაინი, წარმოადგენს დინამიურად განვითარებად მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, რომლის მიზანია მომხმარებელს გაუხსნას გზა ციფრულ სამყაროში.

 

2007 წლის 15 მარტს პირველი მობილური ზარი განხორციელდა .დღესდღეობით შპს „მობიტელი“ (ბილაინის სავაჭრო ნიშანი) უზრუნველყოფს უსადენო მომსახურებას GSM– 900/1800 სტანდარტებში.დღევანდელი მონაცემებით ბილაინის აბონენტთა რაოდენობამ  1 800 000 ადამიანზე მეტს  მიაღწია.

 

ჩვენი სამყარო მუდმივად იცვლება, ამიტომაც ჩვენი ვცდილობთ ვიყოთ უკეთესი ცვლილებებისკენ მამოძრავებელი ძალა!

 

საქართველოში ბილაინი იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა მე­4 თაობის საკომუნიკაციო ქსელის LTE ­ს შესაძლებლობები. 2014 წლის მეორე ნახევარში, საქართველოში, მე­4 თაობის ინტერნეტის დანერგვისათვის კომპანიამ ასეული მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ისარგებლებს.კომპანია აგრძელებს საკუთარი ქსელის გაფართოებას, რათა მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ჩვენი პრიორიტეტია ისეთი  პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ­ეკონომიკურ განვითარებას.

 

ბილაინი შედის „ვიმპელკომ LTD”-ს კომპანიათა ჯგუფში.ვიმპელკომი არის სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი 14 ქვეყანაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემების გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების მეშვეობით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენმა ოპერაციებმა დაფარა დაახლოებით 740 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია, და ამჟამად ჩვენ გვყავს 222 მილიონი მობილურის მომხმარებელი და 56,024 თანამშრომელი. ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საკუთრების სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:

http://vimpelcom.com/Investor-relations/

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
05/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები