იუსკი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი





“იუსკ გრუფ”-ი (JYSK GROUP) სკანდინავიური ბრენდია. იგი მთელს მსოფლიოში JYSK-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო გერმანიასა და ავსტრიაში ისინი Dänisches Bettenlager-ის სახელით ფუნქციონირებენ.
იუსკი (JYSK) გახლავთ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარს ლარსენმა დანიაში, ქ. აარჰუსში 1979 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე “იუსკ გრუფ”-ს 43 ქვეყანაში 2,300-ზე მეტი მაღაზია აქვს 20,000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით დღეს საქართველოც შეუერთდა.
იუსკის ახალი მაღაზია 1300 კვ.მ-ზეა განთავსებული, მარშალ გელოვანის 36 ნომერში.
იუსკის თბილისის მაღაზია არ იქნება მხოლოდ ერთადერთი საქართველოში. 2017-18 წლებში დაგეგმილია კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.