საქართველოს რკინიგზა

ახალი, მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური პირველ მგზავრებს 20 მაისს მიიღებს

05 ივნისი 2017

საკონცერტო დარბაზ „Black Sea Arena“-თან ახალი, მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური აშენდა.

საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად, „Black Sea Arena“-ზე დადეგმილია ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სამგზავრო მატარებლებზეც. ახალი სადგურის გახსნა მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის. მათთვის საკმაოდ კომფორტულია მატარებლიდან დამატებითი ტრანსპორტის გარეშე საკონცერტო დარბაზამდე მისვლა.

სადგურთან დაიგო ასფალტის გზა, გაკეთდა ტროტუარი, მოეწყო თანამედროვე ლედ განათების სისტემა. ახალი მაღალბაქნიანი სადურის მშენებლობა და მიდებარე ტერიტორიის მოწყობა ფონდ “ ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

პირველ მგზავრებს სადგური 20 მაისს მიიღებს. ჯგუფ „Aerosmith” კონცერტზე ჩასულ სტუმრებს, მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა.

მსგავსი სიახლეები

მხოლოდ 2 დღე!

24 ნოემბერი 2018
50%-მდე ფასდაკლება ONLINE დაზღვევის პოლისზე!
დეტალურად

სამჯერ მეტი სარგებელი უპერასგან

15 ნოემბერი 2017
აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება!
დეტალურად

გაიგეთ მეტი!

01 ნოემბერი 2017
რა არის საჭირო იმისთვის რომ საკუთარი Online მაღაზია გქონდეს?
დეტალურად

ყველა პეკინელის საყურადღებოდ!!!

01 ნოემბერი 2017
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე შეგიძლიათ GPC-ს პეკინის ფილიალში...
დეტალურად