ფრესკო
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეისათვის 8 სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონაში, ისანსა და გლდანში.
„ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს კომფორტულ გარემოს და 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
„ფრესკოს“ სუპერმარკეტებში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში. სუპერმარკეტში წარმოდგენლია როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზეც "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს. "ფრესკო" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ახალს, ჯანსაღს. სწორედ ამ კონცეფციის გამტარებელია "ფრესკოს" ქსელიც.
სუპერმარკეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. „ფრესკოს“ ქსელის სუპერმარკეტებში განთავსებულია თონე, სამზარეულო, თვითმომსახურე კაფე, საბავშვო კუთხე, wi-fi ინტერნეტი, სპეციალურად იმისთვის რომ მომხმარებელმა კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლოს მანქანის პარკირება შექმნილია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.
სუპერმარკეტში ასევე განთავსებულია სხვადასვხა მომსახურე ობიექტები როგორიცაა აფთიაქი, ბანკი, ჩასარიცხი აპარატები, ბანკომატი და ა.შ. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ფრესკოში მოსულ მომხმარებელს დახვდეს ერთ სივრცეში ყველაფერი ის რაც სჭირდება.
ფრესკო ერთადერთი ქსელია საქართველოში რომელიც მუშაობს 100% საკუთრებაში არსებული მიწის და შენობების ბაზაზე და აქედან გამომდინარე ანვითარებს ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესსაც გარდა რითეილისა.
არქიტექტურული თვალსაზრისით "ფრესკოს" ყველა შენობა გამორჩეულია და განსხვავებულია ერთმანეთისგან, არ არის პირდაპირი გაგებით კლასიკური შენობა სუპერმარკეტის და ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ე.ი ცვლის თბილისის იერსახეს.
ხაზგასასმელია შემდეგი გარემოება, რომ "ფრესკო" ეს ერთადერთი ქსელია საქართველოში რომელიც მიუხედავად რაიონისა და ადგილმდებარეობისა ყველგან ერთნაირი ფასს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენს სუპერმარკეტებში ერთნაირ სერვისს ღებულობენ და ერთნაირი ხარისხით ემსახურებაინ ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს.
"ფრესკო" მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე, სხვადასხვა ტრენინგებით, შეფასებებისა და ბონუსების სისტემით ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და აძლევს მათ კომპანიაში კარიერული განვითარების საშუალებას.
"ფრესკო" თქვენი ცხოვრების ხარისხი