სუპერმარკეტების ქსელი - ევროპროდუქტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შ.პ.ს. „ევროპროდუქტი“ დაარსდა 2004 წლის აპრილში. კომპანიამ ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო ფინური რძის ნაწარმის, კერძოდ „Valio“-ს პროდუქციის იმპორტითა და დისტრიბუციით. მოგვიანებით კომპანიამ დაიმატა ევროპული მწარმოებლების სხვა პროდუქტები, როგორებიცაა ესპანური ხორცპროდუქტები „ელ პოზო“; დანიური პრემიუმ ხარისხის „არლას“ და ჰოლანდიური „ფრიკოს“ რძის პროდუქტები; შოტლანდიური „ვოლქერსის“ კარაქის ორცხობილები; ნამდვილი ბელგიური შოკოლადი „კაშე“ და მრავალი სხვა.
„ევროპროდუქტის“ იმპორტირებული ნაწარმი უმაღლესი ხარისხის ნატურალური, გემრიელი, ეკოლოგიურად სუფთა და დანამატებისგან თავისუფალი ევროპული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს წარმოადგენს.
დღეს არესებული მდგომარეობით, „ევროპროდუქტი“ წამყვან პოზიციას იკავებს იმპორტირებული პროდუქციის მრავალსახეობით, რომელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება.
შ.პ.ს. „ევროპროდუქტის“ სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს საქარველოს ყველა რეგიონს. კომპანია ამარაგებს 2000-მდე მაღაზიას, ამასთან წარმატებული ურთიერთობა აქვს ადგილობრივ სუპერმარკეტების ქსელებთან, როგორებიც არიან: „კარფური“, „გუდვილი“, „სმარტი“, „ფუდმარტი“, „იოლი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“, „ზღაპარი“ და სხვ.
კომპანიამ მომსახურების გამრავალფეროვნების მიზნით გადაწყვიტა მომხმარებლისთვის ბრენდული მარკეტების ქსელი შეეთავაზებინა. „ევროპროდუქტი“ დღეისათვის, თბილისის მასშტაბით, 4 მაღაზიით ეწევა საქმიანობას, რომელთა რიცხვი უახლოს მომავალში საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.