ტენდერი კურიკულუმის შედგენაზე - წიგნიერება, მათემატიკ. წიგნიერება

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს 2 კურიკულუმის შესადგენად: წიგნიერება & მათემატიკური წიგნიერება.

მდებარეობა: საქართველო (სამცხე ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონები)
დაწყების თარიღი: ნოემბერი, 2018
დასრულების თარიღი: თებერვალი, 2019

ზოგადი ინფორმაცია:

"World Vision საქართველო", ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის ამაღლების პროექტს "კომპეტენციები დასაქმებისათვის". პროექტი საქართველოში ხორციელდება 4 რეგიონში (იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი).  

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია 2 კურიკულუმის შედგენა VIII-IX კლასის მოსწავლეებისათვის, წიგნიერებასა და მათემატიკურ წიგნიერებაში.

დეტალური სამუშაო აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

შერჩევა: კონსულტანტი/ორგანიზაცია შეირჩევა გამოცდილებისა და წარმოდგენილი ფასების საფუძველზე.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

თეა კვინტრაძე
thea_kvintradze@wvi.org
"World Vision საქართველო"
დ. აღმაშენებლის გამზ. 61,  სართული, თბილისი
ტელ: 2 157515, 577 404651

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** შევსებული ორგანიზაციის რეგისტრაციის ფორმა (თანდართული);
** საკვანძო პერსონალის CV;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში მომზადებული სახელმძღვანელოების, ნაშრომების დასახელება;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
** ბიუჯეტი.

დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** შევსებული წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა (თანდართული ფორმით);
** Curriculum Vitae;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში მომზადებული სახელმძღვანელოების, ნაშრომების დასახელება;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
** ბიუჯეტი.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე დალუქულ კონვერტში.

ელექტრონულად განაცხადები უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: geoo_tender@wvi.org. დასახელებაში მიუთითეთ "ტენდერი - კურიკულუმის ექსპერტი".

დალუქული კონვერტები უნდა წარმოადგინოთ "ვორლდ ვიჟენის" ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:30 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 61, II სართული, თბილისი.

წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 14 ნოემბერი 2018 წელი, 12:00. გთხოვთ, კონვერტის გარეთა მხარეზე დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - კურიკულუმის ექსპერტი".