კომპანიების კვალიფიკაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://www.wvi.org/georgia

"ვორლდ ვიჟენის ფილიალი" საქართველოში იწვევს პოტენციურ სამშენებლო კომპანიებს, წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. 

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალს საქართველოში დაგეგმილი აქვს მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება თბილისში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია, რათა შემდგომ ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში. წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებსა თუ სამუშაოთა ჩამონათვალს განსაფასებლად. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და პოზიციის მითითებით).

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geoo_tender@wvi.org ისევე როგორც დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, 2018, 18:00.

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Pre-qualification, Rehabilitation Works".