სერვისის კონსულტანტი/ქრიუ

06 ივნისი - 06 ივლისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე სერვისის კონსულტანტი/ქრიუ (Crew Member)

სოფ. არგვეთა, თერჯოლის გადასახვევთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
** რესტორანში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი; 
** უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია); 

პიროვნული მახასიათებლები: 

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 ივლისი 2019.