სერვისის კონსულტანტი/ქრიუ

22 აპრილი - 22 მაისი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე სერვისის კონსულტანტი/ქრიუ

რატომ უნდა გახდე ვენდის გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმრებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და "ერთად" ვგულისმობთ "შენთან ერთად"!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას

ვაკანსიის სანახავად მიყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31.05.2019.