iOS დეველოპერი

27 მარტი - 27 აპრილი

"ვანდიო" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი custom software outsourcing კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია ქმნის საშუალო და დიდი ზომის Web და Mobile სისტემებს ქართული და უცხოური ბაზრისთვის. ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა - ადამიანური რესურსების მართვის სისტემები, ბილეთების გაყიდვის ონლაინ პლატფორმები, e-commerce პლატფორმები, მობაილ ბანკინგი, ლოიალურობის მართვის მობილური აპლიკაციები და მრავალი სხვა.

ვეძებთ iOS დეველოპერს.

რას ველით თქვენგან:

** Swift ენის ცოდნა
** მუშაობის გამოცდილება შემდეგ ფრეიმვორკებთან: Core Graphics, Core Animation
** Source control სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Scrum/Agile მეთოდოლოგიების ცოდნა და/ან მუშაობის გამოცდილება

დამატებით პლიუსად ჩაითვლება:

** Objective C ენის ცოდნა
** UX - ის პრინციპების ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

განსაკუთრებულად კომფორტული სამუშაო გარემო; პროფესიული ზრდის პერსპექტივა; საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტები.

ანაზღაურება არის კანდიდატის გამოცდილების შესაბამისი.

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: job@wandio.com

თუ ეს ვაკანსია არ არის თქვენთვის შესაბამისი, გამოიწერეთ Wandio-ს Facebook გვერდი და მიიღეთ შეტყობინება, როცა ახალი ვაკანსია გამოქვეყნდება. 

http://www.wandio.com/