საოპერაციო მენეჯერის ასისტენტი

10 აპრილი - 10 მაისი

"ვენგო ჯგუფი" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. "ვენგო ჯგუფი" ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებ გვერდზე http://www.vengo.ge

კომპანია ვენგო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** შრომისმოყვარეობა 
** ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@vengo.ge

აუცილებელი პირობა: რეზუმეს დასახელება უნდა შეიცავდეს კანდიდატის გვარსა და სახელს ინგლისური შრიფტით შემდეგი თანმიმდევრობით Kapanadze.Giorgi. 
წერილის დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.