დასუფთავების თანამშრომელი

12 სექტემბერი - 12 ოქტომბერი

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ დასუფთავების თანამშრომელს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების).

მოვალეობები:

** სამუშაო ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** ყველა სარეცხი საშუალების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით
** სისუფთავის ნორმების კონტროლი სტანდარტების მიხედვით
** გენერალურ დასუფთავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.

საჭირო უნარები:

** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** ოპერატიულობა
** თავაზიანობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: info@ukve.ge

შეხვედრამდე!
"უკვე"-ს გუნდი