ბიზნეს რედაქციის პროდიუსერი

05 ივნისი - 05 ივლისი

შპს "ტელეიმედი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო პოლიტიკურ ქვედანაყოფში, ბიზნეს რედაქციის პროდიუსერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შპს "ტელეიმედი", თბილისი.

ძირითადი ფუნქციები:

** საქართველოსა და უცხოეთში, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების ცოდნა და ანალიზი;
** აქტუალური თემების მოძიება/დამუშავება (სარედაქციო ჯგუფთან ერთად);
** გადაცემის სცენარის შედგენა/დაგეგმვა და აქტივობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის;
** გადაცემისთვის რესპონდენტების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები: 

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, ეკონომიკურ, ფინანსების ან/და მსგავს მეცნიერებებში;
** ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ცოდნა;
** სასურველია მსგავს გადაცემაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
** მოვლენების ანალიზის უნარი;
** MS Office ცოდნა - მომხმარებლის დონეზე; 
** ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაბელურობა;
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@imedi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 17 ივნისისა. გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!