პროექტანტი

29 მარტი - 29 აპრილი

უკვე 20 წელია კომპანია თერმა გათბობა, ვენტილაცია,კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდდი კომპანიაა HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი) კონდიცირების, გათბობის, ვენტილაციის, სანტექტნიკის, კანალიზაციის მიმართულებით;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Autocad,Archicad, Ms Excel);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ფიზიკა-მათემატიკის საფუძვლების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** აზომვითი სამუშაოების განხორციელება ;
** პროექტის ბიუჯეტირების დაგეგმვა და მართვა;
** პროექტების შედგენა, დოკუმენტაციის მომზადება, განფასება, განხილვა (გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სფეროში).
** ობიექტის პირადი ნახვა-შეფასება;
** პროექტის ნახაზის მომზადება.
** პროექტისთვის საჭირო მასალების შერჩევა-მომწოდებლებთან მოლაპარაკება, შესყიდვა და მათი დროული მიწოდების კონტროლი.
** პროექტის ხარისხიანი და ვადებში შესრულების კონტროლი.
** კონკრეტულ ობიექტზე ხელშეკრულებისა და მ/ჩ აქტის ხელმოწერის უზრუნველყოფა.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე,ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი,ლოგიკური,ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძონბა, პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება პროექტანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.