უნივერსალური ბანკირი - რეზერვი

01 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ბანკირის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია
** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:

- დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად; ანაზღაურება: დარიცხული 500 ლარი
- ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
- კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
** საკუთარი საკრედიტო პორთფელის კონტროლი და დაფარვების მონიტორინგი
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge 2019 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!