სერვისცენტრის მოლარე-ოპერატორი

22 მარტი - 22 აპრილი

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს მიღებას 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე სერვისცენტრში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 

24 საათიანი სამუშაო რეჟიმი გულისხმობს, დღის და ღამის ცვლებში მორიგეობას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** აუცილებელია ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 5 აპრილის 18:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე: hr@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.