სერვის-კოორდინატორი

01 ნოემბერი - 15 იანვარი

სს "ტერაბანკი" აცხადებს მიღებას Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულ კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.

პოზიცია: სერვის კოორდინატორი

სამუშაო გარემო და პირობები:

** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** კლიენტებისათვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/ კონსულტირება;
** კლიენტის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა;
** კლიენტის გადამისამართება ფილიალის შესაბამის თანამშრომელთან;
** კლიენტისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** ფილიალში არსებული რიგების რეგულირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ფოტოსურათიანი CV მისამართზე: HR@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ნოემბერი, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!