სარეზერვო სერვის-კოორდინატორი

30 აგვისტო - 13 სექტემბერი

სს "ტერაბანკი" თბილისის ფილიალებში აცხადებს მიღებას სარეზერვო სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და სამომავლო კარიერის დასაწყებად.
** მოსამზადებელი სატრენინგო ეტაპი, სადაც სრულყოფილად მოხდება საქმის შესწავლა და კადრის მომზადება. 
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები

დარიცხული ხელფასი 500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება; 
** კლიენტებისათვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/ კონსულტირება;
** კლიენტის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა; 
** კლიენტის გადამისამართება ფილიალის შესაბამის თანამშრომელთან;
** კლიენტისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** ფილიალში არსებული რიგების რეგულირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

უმაღლესი (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ფოტოსურათიანი CV მისამართზე: HR@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 13 სექტემბერი, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!