სარეზერვო სერვის-კოორდინატორი

22 აპრილი - 22 მაისი

სს "ტერაბანკი" თბილისის ფილიალებში აცხადებს მიღებას სარეზერვო სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და სამომავლო კარიერის დასაწყებად.
** მოსამზადებელი სატრენინგო ეტაპი, სადაც თავიდან ბოლომდე მოხდება საქმის შესწავლა და კადრის მომზადება.
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები
** დარიცხული ხელფასი: 500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** კლიენტებისათვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/კონსულტირება;
** კლიენტის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა;
** კლიენტის გადამისამართება ფილიალის შესაბამის თანამშრომელთან;
** კლიენტისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** ფილიალში არსებული რიგების რეგულირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა  აუცილებელია.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ფოტოსურათიანი CV მისამართზე: career@terabank.ge 2019 წლის 6 მაისის 17:00 საათამდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ  წარმატებას!