სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
სამუშაო პირობები:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
- დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი/ღამის ცვლაში მუშაობის პერიოდში - ანაზღაურება დარიცხული 580 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
- ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
ძირითადი მოვალეობები:
** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა
მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი, 18:00 სთ.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას!
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი, მოლარე
05 დეკემბერი -
05 იანვარი