სარეზერვო მოლარე-ოპერატორი, მოლარე

05 დეკემბერი - 05 იანვარი

სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:

- დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი/ღამის ცვლაში მუშაობის პერიოდში - ანაზღაურება დარიცხული 580 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
- ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად

** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია 
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა 
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი, 18:00 სთ

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!