საკორესპონდენტო ურთიერთობების სპეციალისტი

24 ივლისი - 24 აგვისტო

სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკორესპონდენტო ურთიერთობების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** საკრედიტო საგადახდო დავალებების დამუშავება და ავტორიზაცია საბანკო პროგრამაში; 
** სავალუტო საკრედიტო გადახდის ოპერაციების SWIFT სისტემებში დამუშავება და ვერიფიკაცია; 
** საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშებს შორის ნაშთების გადატანის უზრუნველყოფა (MT202);
** სალარე საკრედიტო გადახდის ოპერაციების RTGS სისტემით შესრულების უზრუნველყოფა;
** RTGS სისტემით მიღებული ჩარიცხვების/ჩამოჭრების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მინიჭება;
** ხაზინის განყოფილების მიერ განხორციელებული გარიგებების (CASH, FX, DEPO, LOAN, SWAP, FORWARD, OPTION, TREASURY BILLS, CD, TREASURY NOTES) შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება საბანკო პროგრამაში; შესაბამისი შეტყობინებების (MT300 , MT320, MT399, MT202) SWIFT სისტემაში გენერაცია და ვერიფიკაცია; 
** საბანკო პროგრამაში შესრულებულ ოპერაციებზე(საკრედიტო, სადებეტო) შესაბამისი ITRS კოდების მინიჭება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი საბანკო საქმე/ფინანსები/მენეჯმენტი
** ტრენინგი/სასწავლო კურსი: დაკავშირებული უშუალოდ მის საქმიანობასთან
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft office (Excel, Word, Powerpoint, Outlook)
** პროგრამები: ALTA, SWIFT, RTGS სრულყოფილად ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი 
** კომპიუტერული უნარები: MS Office Applications, PowerPoint, საბანკო პროგრამები

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 7 აგვისტოს 17:00სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: hr@terabank.ge 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!