პორტფელური ანალიზისა და ანგარიშგების მენეჯერი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას პორტფელური ანალიზის და ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო პორტფელის ანალიზი და მასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება
** სესხების რეზერვებისა და ხარისხის მართვა, შესაბამისი პროცედურების შემუშავება და მათი იმპლემენტაცია
** რეგულარული რეპორტების მომზადება 
** საკრედიტო პორტფელის მართვასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის/ სტატისტიკის მიმართულებით)
** ბანკში ან ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
** საკრედიტო რისკების, პორტფელის მენეჯმენტის, რეპორტინგთან დაკავშირებული პროექტების განხორცილების გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი 
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი 
** კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS office Applications, MS Outlook, Internet, PowerPoint, საბანკო პროგრამა
** სასურველია მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება და სტატისტიკური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა 02 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!