მოლარე/მოლარე-ოპერატორი - რეზერვი

27 სექტემბერი - 10 ოქტომბერი

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია
** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
** დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი/ღამის ცვლაში მუშაობის პერიოდში - თითოეულ ნამუშევარ ღამეზე გაიცემა დამატებითი ანაზღაურება.
** ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები,
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10.10.2019 წ, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!