მოლარე-ოპერატორი

30 აგვისტო - 13 სექტემბერი
სს "ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას. 
ფიქსირებულ ხელფასთან ერთად გაიცემა დამატებითი ანაზღაურება - ყოველ გათენებულ ღამეზე
სამუშაო ლოკაციები: ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო "ბილტმორი", სასტუმრო "მერიოტი".

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია 
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა 
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 13 სექტემბრის, 18:00 სთ

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!