მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსი

04 ნოემბერი - 12 ნოემბერი

სს "ტერაბანკი" ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის კლიენტების საკრედიტო მომსახურება;
** ფინანსური ანალიზის ჩატარება, პროექტის მომზადება, სესხის დამტკიცება და გაცემა;
** ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკური განხრით;
** აუცილებელია ბანკში ბიზნეს სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ნები: ინგლისური, რუსული სასაუბრო დონეზე

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point, საბანკო პროგრამა

დაინტერესებულმა პირებმა 12 ნოემბრის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: Vacancy@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!