აკადემიური თანამდებობები

12 ივლისი - 12 აგვისტო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: 

** ფიზიკა (1 ვაკანსია - პროფესორი);
** მათემატიკა (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი);
** საერთაშორისო კერძო სამართალი (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი);
** სამეწარმეო სამართალი (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი);
** ფინანსები (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი) ;
** ეკონომიკა (2 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** საერთაშორისო საჯარო სამართალი (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი); 
** ადამიანის უფლებათა სამართალი ( 1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** ლიტერატურა და ხელოვნება (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი).

განცხადებების მიღების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 13 აგვისტოდან - 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება განხორციელდეს ელექტრონულად, შემდეგ ბმულზე - https://form.jotform.me/60731571812452

კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა განხორციელდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდეს გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართოს 2018 წლის 18 აგვისტოდან - 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან ჩატარდეს 2018 წლის 23 აგვისტოდან - 2018 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. 

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge