"ლენდო" სწრაფად მზარდი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას. "ლენდო" გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით, პროფესიონალიზმით და სწრაფი ფინანსური ოპერაციებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების სტანდარტი. "ლენდოს" უკვე 40-ზე მეტი სერვისცენტრი აქვს საქართველოს მასშტაბით.
"ლენდო" - სანდო დამსაქმებელია, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. ჩვენ გთავაზობთ მუშაობას პროფესიონალთა გარემოში, სადაც დაფასებულია თითოეული თანამშრომლის წვლილი, სადაც სწრაფი პროფესიული ზრდა-რეალობაა, სადაც გუნდური მუშაობის პრინციპი-ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალაა. ინოვაციური იდეები, ინიციატივები და ენთუზიაზმი- კომპანიის ძირითადი პრინციპებია!
ლენდო აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის ("ჰარდი") პოზიციაზე.
ანაზღაურება - 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
** დავალიანების მქონე მსესხებლებთან კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკების წარმართვა ვალდებულებების განულების ან/და გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაციის) მიზნით;
** ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** მსესხებელთა გადახდების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მისამართებზე ვიზიტი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშის წარმოება;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭება პრობლემურ სესხებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობა;
თუ ხართ აქტიური და გსურთ გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი СV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი) არაუგვიანეს 2017 წლის 8 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr2@lendo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ჰარდი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პრობლემური სესხების ოფიცერი
30 მარტი -
08 აპრილი