სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას შემხვედრი კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში (მის.: პეკინის ქ. 34) მომხმარებლების დახვედრა-გადამისამართება;
** კლიენტების პირველადი კონსულტირება და პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა;
** სათავო ოფისის სტუმრების დახვედრა-გადამისამართება;
** რიგის მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** ფილიალის მენეჯერისგან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); მომხმარებელთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 24.10.2019 წ.-ისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შემხვედრი კონსულტანტი".
შემხვედრი კონსულტანტი
10 ოქტომბერი -
24 ოქტომბერი