ოქროს ლომბარდის უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

24 ივნისი - 24 ივლისი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ოქროს ლომბარდის უფროსი ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებიდან შემოსული ოქროს მიღება, შეფასება, ლოჯისტიკა;
** რისკების კონტროლი, შეფასების სტანდარტების შემუშავება/დანერგვა/კონტროლი;
** დელეგირების ფარგლებში ლიმიტზედა თანხების დადასტურება;
** უნივერსალური მოლარე-შემფასებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროში ქცევის წესების დანერგვა/კონტროლი;
** მიმდინარე სიახლეების, არსებული პრობლემების დაფიქსირებისა და გადაჭრის მიზნით უნივერსალურ მოლარე-შემფასებლებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება;
** სალაროს ინვენტარისა და მარაგების მართვა;
** ტრენინგ ცენტრთან შეთანხმებით არსებული კადრების შეფასება, მათი გადამზადებისა და ტესტირების პროცესის დაგეგმვა.
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და სესხების უზრუნველყოფის რეალიზაციის პროცესის დაგეგმვა/განხორციელება;
** მსხვილ შემსყიდველებთან ურთიერთობის წარმოება;
** ოქროს ლომბარდის სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის აღმოჩენა, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების გატარება;
** სალაროებში პერიოდული აუდიტის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3X4), შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ოქროს ლომბარდის უფროსი ექსპერტ-შემფასებელი".