კონსულტანტი, მოლარე

29 მარტი - 29 აპრილი

სუპერმარკეტი "მიშუტკა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო ჟვანიას 28.

1. კონსულტანტი 

ხელფასი: 400 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება).

მოთხოვნები: 

** ასაკი: 18-45 წ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში; 
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. 

2. მოლარე 

ხელფასი: 450 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება)

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-45 წ;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა; 
** თავაზიანობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: mishutkashop@yahoo.com და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!