ვიცე-რექტორი

29 მარტი - 29 აპრილი

შპს "სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ვიცე-რექტორის (აკადემიურ ნაწილში) პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: რექტორი
დაკავშირებულია: დეკან(ებ)ი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, ხარისხის მართვის სამსახური, საერთაშორისო ურთიერთოებების განყოფილება, სტუდენტების კარიერული ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის დონე: მაღალი რგოლის მენეჯერი
ხელფასის საფეხური: 2000-3000 ლარი (ხელზე ასაღები, ინდივიდუალური შეთანხმებით)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. 3, საბურთალო

მოკლე აღწერა:

ვიცე-რექტორის პოზიცია მოიცავს აღმასრულებელ ადმინისტრაციულ საქმიანობას აკადემიური პროგრამების, განათლების პოლიტიკის, პროცედურებისა და მეთოდოლოგიის დაგეგმარების, განვითარების, ორგანიზების, წარმართვისა და შეფასების მიმართულებით.

საქმიანობა მოიცავს ყველა აკადემიურ სფეროში (სწავლება, კვლევა) ხელმძღვანელობას, საქმიანობის წარმართვასა და კონტროლს; აკადემიური პროგრამების მიმოხილვასა და კურიკულუმის განვითარებაში ფაკულტეტების ხელმძღვანელების საქმიანობის წარმართვას.

ძირითადი სამუშაო ვალდებულებები:

1. დაგეგმვა: უნივერსიტეტის მისიით განსაზღვრული აკადემიური მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პოლიტიკის, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის, წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება

2. მენეჯმენტი/მართვა:

** უნივერსიტეტის ფარგლებში ყველა სახის აკადემიური საქმიანობების (სწავლება, კვლევა) კოორდინაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე
** ფაკულტეტების, ბიბლიოთეკის, კვლევითი ერთეულის საქმიანობის კონტროლი/კოორდინაცია
** აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტში მიღების, პროფესიული განვითარების, წახალისებისა და დაწინაურების პოლიტიკის შემუშავება
** აკადემიური მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებში, კვლევებში, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასა და სერვისებში ხარისხის მოქმედი სტანდარტების დაცულობის უზრუნველყოფა
** აკადემიურ ნაწილში ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა და მისი რეალიზაცია

3. მონიტორინგი და შეფასება:

** ინდიკატორების გამოყენებით სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი
** სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადების კოორდინაცია
** ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში სასწავლო/სამეცნიერო პროცესის მონიტორინგი, შეფასება.

პიროვნული მახასიათებლები და გამოცდილება:

აუცილებელი:

** მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების/მენჯმენტის ან/და განათლების ადმინისტრირების სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საშუალო ან/და მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე
** ინგლისური ენის გამართული ცოდნა მინიმუმ B2 (წერა, კითხვა, საუბარი)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი)
** აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მართვის გამოკვეთილი და დემონსტრირებადი კომპეტენცია
** MS Office პროგრამებით სარგებლობის უნარი (Word, Excel, PowerPoint).

სასურველი:

** დოქტორის აკადემიური ხარისხის განათლების/მენეჯმენტის ან/და განათლების ადმინისტრირების სფეროში
** საგამანათლებლო დაწესებულებაში საშუალო ან/და მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის განვითარებული უნარ-ჩვევები, თანამშრომლებთან ღია და კონსულტაციურ/კონსტრუქციულ სტილში მუშაობის უნარი
** დროის ერთ და იგივე მონაკვეთში რამდენიმე მნიშვნელოვან დავალებაზე მუშაობის უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის და გამოსავლის მოძებნის უნარი
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისა და განვითარებისადმი
** მაღალი მოტივაცია 
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** კეთილსინდისიერი და ლოიალური
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით), შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge 2018 წლის 30 აპრილისჩათვლით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, განცხადებების მიღების პარალელურად, გასაუბრების მიზნით, დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

ტელ: (+995 32) 2 42 22 42/101
ვებ-გვერდი: www.sabauni.edu.ge