მრეცხავი

11 დეკემბერი - 11 იანვარი

სასტუმრო "სტამბა" ეძებს შესაბამის კანდიდატს მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მრეცხავი
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია: სამრეცხაოს ცვლის უფროსის / სამრეცხაოს ზედამხედველის

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმრო "სტამბის" სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.