დასუფთავების თანამშრომელი

06 დეკემბერი - 05 იანვარი

სასტუმრო "სტამბა" ეძებს შესაბამის კანდიდატს დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

განყოფილება: დასუფთავების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების მენეჯერი

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის დღიურად მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და საშხაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება;
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებისთვის შეტყობინება;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.