წარმოების ხაზის კონსულტანტი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების ხაზის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (დღის ცვლა)

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
** მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერების გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;
** ვადების კონტროლი;
** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;

მომხმარებლის მომსახურება:

** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება;
** არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
** მომხმარებლისთვის მიწოდება;
** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;

სამუშაო დღის ბოლოს:

** ფასმაჩვენებლების გასწორება;
** ვადების კონტროლი;
** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "წარმოების ხაზის კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 7 დღის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.