საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი გოგონას ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის ვიდეო მონიტორინგი
** დარღვევების დაფიქსირება
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება
** კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სქესი: მდედრობითი
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით).
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 92 30 34
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: t.joglidze@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი გოგონა" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი - მდედრ.
04 ნოემბერი -
04 დეკემბერი