ტექნიკური საწყობის უფროსი

17 ივლისი - 17 აგვისტო

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"Spar"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ტექნიკური საწყობის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
** პროდუქციის მიღების, განაწილების და დაბრუნების პროცესების მონიტორინგი;
** მიღებული თუ გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება; 
** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და rs.ge-ზე ატვირთვა;
** საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვით ორგანიზების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დაბრუნებისას წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი; 
** ტექნიკურ საწყობში პროდუქციის განლაგებისას სასაწყობო ფართის რაციონალურად გამოყენება;
** მატერიალური ფასეულობების სახეობის, ზომების, მარკებისა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** ხელშეკრულებების პირობების დაცვა ტვირთვის, გადაზიდვისა და შენახვის პროცესში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. 

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ტექნიკური საწყობის უფროსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.