ფინანსური დირექტორის მოადგილე

26 ნოემბერი - 15 დეკემბერი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ფინანსური დირექტორის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე, ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით.

მოვალეობები:

** ბიუჯეტირებისა და ანალიტიკის სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო პროცესის მართვა;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება ყოველთვიურ, კვარტლურ და წლის ჭრილში;
** კომპანიის მოგება-ზარალისა და ფულადი სახსრების ბიუჯეტის მომზადება და კონტროლი;
** კომპანიის სამუშაო კაპიტალის ანალიტიკა, მონიტორინგი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიტიკა;
** სააღრიცხვო პოლიტიკის განახლებაში მონაწილება საჭიროებისამებრ;
** აუდიტის ეფექტურად წარმართვისა და დროულად დასრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიისა და დეპარტამენტების წარმატების ინდიკატორების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
** ფინანსური და არაფინანსური კოვენანტების რეპორტინგი და მონიტორინგი;
** პროექტების რენტაბელობის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
** დეპარტამენტებისათვის ფინანსური გეგმების დასახვა და დასახული გეგმების შესრულების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების პროფილით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1С ERP იქნება უპირატესობა);
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA ან CFA და ექვივალენტური სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 15 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური დირექტორის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.