დღის მოლარე

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დღის მოლარის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (დღის ცვლა)

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა (პარკების, ჩეკების და სიგარეტების დალაგება);
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერისგან ხურდის მიღება;

მომხმარებელთან ურთიერთობა:

** საჭიროების შემთხვევაში არჩევნის გაკეთებაში დახმარება;
** პროდუქციის სკანერზე გატარება;
** პროდუქციის პარკში ჩალაგება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის საერთო ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** თანხის მიღება;
** UNICARD-ის გატარება;
** ხურდის დაბრუნება;
** ჩეკის პარკში ჩადება;
** კომპანიაში არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქციის შეთავაზება;
** დამშვიდობება;
** პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიაში არსებული და წინასწარ განსაზღვრული "მერჩენდაიზინგის ძირითადი პირნციპების" შესაბამისად;
** დარბაზში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის დროული ლიკვიდაცია; 
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** დარბაზში განლაგებული თაროების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციის მიერ მოწოდებული პროდუქციის კოდების მიხედვით დათვლა და დასაწყობებამდე ვადების კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს ადმინისტრატორთან და/ან მაღაზიის მენეჯერთან ერთად სალაროს გასწორება ( სალაროს ჩათვლა; დღის მანძილზე ძირითადი სალაროდან გატანილი თანხის დაბრუნება, ნაღდი-უნაღდო ანგარიშის კონტროლი);
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას. 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დღის მოლარე" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.