საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს სუპერმარკეტში ცვლის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
დასაქმდი ზაფხულში 3 თვე და ხელფასთან ერთად მიიღე :
პრემია 100 ლარი - 3 თვის მუშაობის დასრულებისას ან სტაჟირება კომპანიის ნებისმიერ დეპარტამენტში
დამატებით:
ყველა დასაქმებული, რომელიც გადაბმულად იმუშავებს 3 თვის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში, სადაც თამაშდება:
** კურორტ ყვარლის ტბის 2 კაციანი 5 ვაუჩერი;
** სხვადასხვა რესტორნის 2 კაციანი 5 ვაუჩერი;
** სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების 50 ლარიანი ვაუჩერები;
** ბოულინგ კლუბის, ფეინთ-ბოლისა და კარტინგ კლუბის ვაუჩერები.
მოვალეობები:
** ცვლაში სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** პროდუქციის მიღება;
** მენეჯერის მიერ ცვლაში მიცემული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
** სუპერმარკეტში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ცვლის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის
ცვლის უფროსი
13 სექტემბერი -
13 ოქტომბერი