ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

აერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
დასაქმება: სრულ განაკვეთზე
ხანგრძლივობა: 3-6თვე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
** MS Office-ის ცოდნა (Excel-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა

მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების და შრომითი ხელშეკრულებების წარმოება;
** საკადრო დოკუმენტაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისი წარმოება;
** თანამშრომლების მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანა;
** რეკრუტირების და შერჩევის პროცესების მხარდაჭერა;
** გასაუბრებებზე კანდიდატების დაბარება;
** ხელმძღვანელის სხვას დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე e.abashidze@spargeorgia.com 2018 წლის 30 სექტემბერის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სტაჟირება HR დეპარტამენტში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.