სქრამ მასტერი

02 ოქტომბერი - 16 ოქტომბერი

"სფეისის" გუნდში ვეძებთ Scrum Master.

მისამართი: თბილისი, საქართველო
კატეგორია: IT
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: სტანდარტული
გამოცდილების ტიპი: სპეციალისტი

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** იმუშავებ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მომხმარებლებელთა პრობლემების აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად, რისთვისაც დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** უნდა უზრუნველყო Scrum პროცესის წარმართვა, ყოველდღიური stand-up შეხვედრების, სპრინტის დაგეგმვისა და რეტროსპექტივების დაორგანზიება/ჩატარება
** უნდა შეგეძლოს Scrum გუნდის დაბრკოლებების აღმოჩენა და განეიტრალება, კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდისა და მეგობრული მიდგომის შენარჩუნება
** Product Owner-ის დახმარება backlog-ის მართვაში
** გუნდის ახალი წევრებისთვის ეჯაილ მეთოდოლოგიაში ტრენინგის ჩატარება

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum Master-ად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Scrum Master-ის სერტიფიკატი
** ინგლისური ენიც ცოდნა

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მისამართზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.