ტენდერი საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მოწყობაზე

27 მარტი - 27 აპრილი

ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამა აცხადებს ტენდერს ამავე პროგრამის ახალგაზრდული სახლის საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე.

ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს, ქუთაისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ახალგაზრდული სახლის (ქუთაისი, დადიანის ქ. #16) საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მოწყობის უზრუნველსაყოფად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
უახლოესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით 
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით), შესაბამისი რეკომენდაციით.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ: 
მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში (უმოკლეს ვადებში) ქუთაისი, დადიანის ქ. #16-ში მდებარე ახალგაზრდული სახლის საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მოწყობა.

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2019 წლის 1 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქუთაისი, დადიანის ქ. 16. 

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. 
გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: ქუთაისი, დადიანის ქ. 16, სახლის საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემების მოწყობის მომსახურების შესყიდვა.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 აპრილი, 15:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. 4 (ყოფილი ახალგაზრდობის გამზ. მე-3 შეს.)

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Childrens Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge