ტენდერი საკანალიზაციო ჭების და არხის გასაწმენდად

18 მაისი - 18 ივნისი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს თბილისის SOS ბავშვთა სოფლის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო ჭების და არხის გასაწმენდად, ასევე საქვაბის საკვამლე მილის შეკეთება-შემოწმება, ქიმიური წმენდა.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე: 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, Web ან Facebook მისამართი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები); 
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სასამართლო დადგენილება ან ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) 
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (ადგილზე სამუშაოების შემოწმების შემდეგ განსაზღვრეთ ხარჯთაღრიცხვა)

მომსახურების გაწევის ვადები: 1. არხის გაწმენდა- ივნისი; 2. ქვაბი 2 ცალი და ბოილერი- ივლისი; 3. კანალიზაციის ჭის გაწმენდა (32ც)- სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც " საკანალიზაციო ჭების და არხის გაწმენდა, ისე კომპანიის სახელწოდება. 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 მაისი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე4-ე პლატო, ავთო ვარაზის ქ N40. 0183, თბილისის SOS ბავშვთა სოფელი 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge