ტენდერი ბორჯომში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე

11 აპრილი - 24 აპრილი

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამა აცხადებს ტენდერს 
ბორჯომში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე
.

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს ბორჯომში ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის თანამშრომლებისთვის გარე შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე: 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლოესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქულ კონვერტში (შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ უნდა იქნას სამჯერადი კვების, საცხოვრებლისა და შეხვედრების ოთახის ხარჯი;) 
** სასტუმროს სურათები

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილე მსურველ ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის:

** 20-21-22 მაისი: 6 პერსონის განთავსება სასტუმროში: სამი - 2 ადგილიანი ოთახი; 
** 23-24 -25 მაისი: 5 პერსონის განთავსება სასტუმროში: ერთი - 2 ადგილიანი ოთახი. ერთი - 3 ადგილიანი ოთახი
** 27-28-29 მაისი: 7 პერსონის განთავსება სასტუმროში, ორი -2 ადგილიანი ოთახი. ერთი 3 ადგილიანი 
** 21-22-23-24-25-26-27- მაისი: 1 პერსონის განთავსება სასტუმროში, ერთი-1 ადგილიანი ოთახი.
** 22-23 - 27 მაისი: 1 პერსონის განთავსება სასტუმროში, ერთი-1 ადგილიანი ოთახი.

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2019 წლის 20 მაისიდან - 30 მაისამდე.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ "ბორჯომის სასტუმროს მომსახურების შესყიდვა". 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 24 აპრილი/15:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის N4.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Childrens Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge