პროექტის ბუღალტერი

14 ივნისი - 24 ივნისი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის ბუღალტერი .

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი 
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 31 დეკემბრამდე, 3 წლით შესაძლო გაგრძელებით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი. პროექტის ბუღალტერი ანგარიშვალდებულია, პროექტის კოორდინატორისა და ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის მთავარი ბუღალტრის წინაშე. 

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი. 

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად:
** პროექტის სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება.
** პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა
** სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დღის ცენტრის მომსახურების შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი
** პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** დონორის მიერ დადგენილი ფორმით, რეგულარული ფინანსური ანგარიშების მომზადება და დროულად წარდგენა სათავო ოფისში
** პროექტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი
** პროექტის საბუღალტრო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში.

სავალდებულო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში 
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ანგარიშების მომზადების გამოცდილება
** საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ პროექტებში/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** MS Excel-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ორგანიზაციაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის (Microsoft Dynamics NAV) სწრაფად ათვისებისა და პროგრამაში მუშაობის მზაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge